პუტინის ომის 177-ე დღე უკრაინაში

19 აგვისტო 2022, 20:21 667 ნახვა

უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, დღეს ომის 177-ე დღეა. ისევ იბომბება ხარკოვი, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რეგულარული დარტყმების მიზანია, აიძულონ უკრაინა იბრძოლოს ამ ფრონტის შესანარჩუნებლად, შესაბამისად სხვაგან ძლიერი კონტრშეტევის წარმართვა უკრაინულ მხარეს გაუჭირდება. გრძელდება ბრძოლა დონბასის თითოეული კილომეტრისთვის.თურქეთი ისევ ცდილობს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ამერიკა კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აგრძელებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი