უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს

19 აგვისტო 2022, 14:10 648 ნახვა

ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბერდია ჯოხაძე ხერსონის ოლქში შეტაკების დროს დაშავდა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

მებრძოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის 12 აგვისტოს დაიღუპა.

ბერდია ჯოხაძეს კვირას წავკისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი