ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. მანამდე კი მაღალმთიან კურორტზე მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრებები ჩატარდა.
ასევე მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა ქართული კერძების მომზადების მასტერკლასი.