ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეულის გამართვის ინიციატივა

18 აგვისტო 2022, 11:17 651 ნახვა

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს,  რომელზეც  მსურველებს საშუალება  ექნება   საკუთარი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წარადგინოს მათი კუთხისთვის დამახასიათებელი პროდუქცია,  ან ჩატარდეს კონცერტი და მოაწყონ გამოფენა. 

ინიციატივა პრეზიდენტმა სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

პრეზიდენტი  ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის    შესაძლებლობებს გაეცნო.  შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი