საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია

18 აგვისტო 2022, 11:51 685 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ  5 თვის წინ  სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ  უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია.    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის   ცნობით, მაჩაბელი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  მაჩაბლის   უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ცხინვალში დაკავებული  მამუკა ჩხიკვაძე კი  პატიმრობაში რჩება. თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ  მას პატიმრობის ვადა  შეუმცირეს  და  3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებდა განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძეს 5 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში