თითქმის ერთთვიანი შიდა დაპირისპირების ფონზე პარტიის ორად გაყოფა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ე.წ. უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ფრთა სააკაშვილის გუნდს დღეს ოფიციალურად გამოეყო.ამის შესახებ მედიასა და საზოგადოებას ბრიფინგზე პირველმა დავით ბაქრაძემ ამცნო. მისი თქმით, პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა და უთანხმოება. განხეთქილების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა გიგი უგულავამ, მან ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაც დაანონსა.