,,კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები’’ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა უნივერისიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 40- მდე სტუდენტი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს.
საზაფხულო სკოლაში ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორები წაიკითხავენ.