უახლოეს პერიოდში ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია არის დაგეგმილი. შესაბამისი პროექტი "აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ" უკვე შეისყიდა, ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი პროექტი არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და მის ადგილზე ახალი სასტუმრო კორპუსის აგებას ითვალისწინებს.
შენობის პირველ სართულზე განთავსდება: ნომერი შშმ პირთათვის, სამედიცინო დახმარების, სამწვრთნელო, ტექნიკური დანიშნულების, საშხაპეები. გასახდელები. მეორე სართული მთლიანად დაეთმობა სასტუმროს ნომრებს.
გარე პერიმეტრზე კი დაიგება ფილები და გაკეთება პარკირება.
საჩოგბურთო კომპლექსი თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე 5111 კმ/მ ფართობზე არის განთავსებული.