მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული ორი ტურისტის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს - ინფორმაცის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
დაშავებულ მთამსვლელთა ინფორმაციით, კი მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი ნაპრალშია, გადავარდნილი.
სამაშველო ღონისძიებაში რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
გართულებული მეტეო პირობების გამო, ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა.სამაშველო ღონისძიება გრძელდება.