''ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატების მორიგი ყველაზე ვრცელი განცხადება

12 აგვისტო 2022, 11:44 978 ნახვა

''ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატების მორიგი ყველაზე ვრცელი განცხადება -  მმართველი ძალის ყოფილი წევრები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან ამერიკის საელჩოსთან იყო შეთანხმებული.

20 ივნისი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტი, 19 აპრილის შეთანხმება, 5 ივლისის მოვლენები, ომში ჩართვის მცდელობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლის მიღმაც "ხალხის ძალა" შეერთებული შტატების საელჩოს, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ერთიან მუშაობას ხედავს.

ამერიკის ელჩს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეული ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას და მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაბირებაშიც ადანაშაულებს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ განცხადება პუტინის რეჟიმისთვის ერთგულების დამტკიცებას ემსახურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი