ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გადახურვა , ინტერიერის და ექსტერიერის მოპირკეთებითი სამუშაო.
ასევე ეწყობა: სველი წერტილები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო ოთახი, მწვრთნელთა ოთახი, სასტუმრო ნომერი, პარკინგი და პანდუსები. შენობა შშმ პირებისთვის სრულიად იქნება ადაპტირებული.
ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.