საქართველო არასდროს დაივიწყებს შინდისის ბრძოლის გმირებს - თორნიკე რიჟვაძე

11 აგვისტო 2022, 16:22 752 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შინდისის გმირების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინდისის ბრძოლას 17 მეომრის სიცოცხლე შეეწირა, საქართველო არასდროს დაივიწყებს გმირებს.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება" - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

შინდისის ბრძოლიდან 14  წელი გავიდა. საქართველოში პატივს მიაგებენ რუსეთის არმიის ასეულთან ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი