ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ - დავით ნარმანია

11 აგვისტო 2022, 14:20 744 ნახვა

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქვეყანას რომელ თვეს საიდან შემოაქვს ელექტროენერგია ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანას უფრო იაფი ფასი აქვს.

ნარმანიას ინფორმაციით, სექტემბრიდან, საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი იხსნება, რაც არაპიკურ საათებში ელექტროენერგიას უფრო იაფს გახდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი