ეკვადორის ქალაქ გუა იაკილში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ, ასპარეზობის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი მედალი - ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. -60კგ-ში ვერცხლის მედალი გიორგი სარდალიშვილმა, ხოლო ამავე წონაში ბრინჯაო თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვეს.