ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგონა სიკვდილს გადაარჩინა შემთხვევა ეკვადორის ქალაქ გუაიაქუილში მოხდა, სადაც, იუნიორ ძიუდოისტებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.
ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც მას მეტოქემ გდება გაუკეთა. მსაჯმა, მცირე პაუზის შემდეგ, სამედიცინო პერსონალს მოუხმო, რომელიც, კადრებიდანაც ჩანს, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა.
სპორტსმენთან სწრაფად მიირბინა ზურაბ კახაბრიშვილმა, მას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა და სიკვდილს გადაარჩინა.