საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია

10 აგვისტო 2022, 10:52 553 ნახვა

ინდოეთში, ქალაქ ჩენაიში მსოფლიოს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა გუნდების შედეგების საუკეთესო ჯამით ნონა გაფრინდაშვილის თასი ინდოეთის გუნდს ერგო.

ოლიმპიადაზე დაშვებული არ იყვნენ რუსეთისა და ბელარუსის გუნდები, ჩინელებმა კი თავად არ მოისურვეს მონაწილეობა. 2024 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა უნგრეთში, 2026 წლისა კი ტაშკენტში ან სამარყანდში გაიმართება. 

საქართველოს ქალთა ნაკრების ღირსებას ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი და ნანა ძაგნიძე იცავდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში