საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ერთი ქულით გაიმარჯვა.
სტანდარტული, 4 პერიოდის შემდეგ, ისე რომ ფრე არ დაფიქსირებულა, გუნდებმა დამატებითი დრო – 5 წუთი ითამაშეს. 4 პერიოდის შემდეგ წინ უნგრეთი იყო – 78:75, ხოლო ოვერტაიმის შემდეგ გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვიდა – 81:80. ორი მატჩის ჯამში საქართველომ და უნგრეთმა თანაბარი ანგარიში დააფიქსირეს – 169:169.
პირველი შეხვედრა უნგრელების სასარგებლოდ 81:80 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს. შემდეგი მატჩი ჩვენს გუნდს 12 აგვისტოს, თბილისში ისრაელის ნაკრებთან ელის.