ვოლფსბერგერის პრეზიდენტმა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი სერია A-ში დაადასტურა. 24 წლის ქართველი მცველი „კრემონეზეში“ გადადის. "ორმა იტალიურმა კლუბმა ერთნაირი ფინანსური პირობები შემოგვთავაზა ლუკას ტრანსფერის სანაცვლოდ. ეს კლუბებია კრემონეზე და ვერონა.
ასე რომ, არჩევანის უფლება ფეხბურთელს დავუტოვეთ, რომელმაც კრემონეზე აირჩია, განაცხადა რაიგლერმა. კრემონეზე ლომბარდიული კლუბია, გასულ სეზონში კრემონეზემ სერია B-ში მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტაში დაბრუნდა.
გუნდს არსებობის ისტორიაში სულ 7 სეზონი აქვს გატარებული სერია A-ში, აქედან 5-ჯერ ის გავარდა.