ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გერმანული სამენეჯერო საიტის "transfermarkt"-ის ინფორმაციით 21 წალამდე მეკარეებს შორის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
21 წლის მამარდაშვილის ამჯამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
ქართველი ესპანურ ''ვალენსიაში'' გასულ სეზონში მოვიდა და მალევე მოიპოვა პირველი მეკარის სტატუსით.
ყველაზე ძვირადღირებულ 21 წლამდე მეკარეების სამეულში ასევე ''ბეშიქთაშის'' თურქი კარისდარაჯი ერსინ დესტანოღლუ და კიევის ''დინამოს'' უკრაინელი მეკარე ანატოლი ტრუბინი შედის.
გიორგის ''ვალენსიასთან'' მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს , თუმცა ესპანური გამოცემების ინფორმაციით ''ღამურები'' მამარდაშვილს ახალ კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე სთავაზობენ. მეკარის გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.
გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსია'' ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 14 აგვისტოს ''ჟირონას'' უმასპინძლებს.