იაფი სახლის პროგრამა

05 აგვისტო 2022, 17:50 3840 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის მერმა ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. არჩილ ჩიქოვანის თქმით, უკვე 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. საცხოვრებელი ფართები კი წლის ბოლოს დამატებით კიდევ 100 ოჯახს გადაეცემა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხი ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. ამ ეტაპზე დამატებით კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა. დღემდე პროექტის განხორციელებისთვის 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი