პუტინის ომი უკრაინაში

05 აგვისტო 2022, 10:25 163 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დონეცკის ოლქს ორი მიმართულებით უტევენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის თანახმად, ამ შემტევი ოპერაციით, მოწინააღმდეგე ცდილობს ქალაქების, ბახმუტის და სოლედარის სრულად დაპყრობას.

რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა 15-მდე დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს იერიში. ნადგურდება არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში