ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

04 აგვისტო 2022, 14:19 681 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი