უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკაში გუშინ შევიდა.
ცნობისთვის, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.