მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი "ნაცმოძრაობამ", "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“, მათ არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - პაპუაშვილი

03 აგვისტო 2022, 14:17 800 ნახვა

არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება სამი ოპოზიციური პარტია, რაც მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი.

"ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ხელისუფლებას და მათ შორის "ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიებს, რომლებიც ამის მონაწილე არიან, ექნებათ უპირატესი მდგომარეობა. ამიტომ, ვხედავთ, მიდის დისკრედიტირების პროცესი, რომ რამენაირად, რომ სწორედ ის საკითხი, რომელიც ეხება ამ საკითხების ინკლუზიურად განხილვას, ამ ინკლუზიურობას შეუტიონ, რათა არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.

მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი, „ნაციონალურმა მოძრაობა“, „ლელომ“, და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მათი განაყოფი. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ კიდევ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ.

ამიტომ, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება ეს სამი პარტია, ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი. აანონსებენ აქციებს სექტემბრიდან, არ ერთვებიან პარლამენტის მუშაობაში, რა კონსტრუქციულობაზე და რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, ღიად ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას მის სასჯელთან კავშირი არ აქვს.

"ის თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როცა ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან ის არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, ის გახლავთ უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. თუ ის აპირებს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება მის სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან არ აქვს, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა. კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ. აქ არაფერ შუაში არ არის ის პოლიტიკაში იქნება თუ არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი