თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი სასამართლო დავას იწყებს

03 აგვისტო 2022, 11:02 1440 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წინააღმდეგ.

გიორგი ჩხაიძე  მაია ხაჯიშვილს დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და სასამართლო დავას იწყებს. ჩხაიძის ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნები დაიცავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიორგი ჩხაიძის დისკრიმინაცია ბათუმის თოჯინების სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პროცესში მოხდა. მას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ არ მიეცა კონკურსში თანაბარი უფლებით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და იგი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული სტატუსის გამოქვეყნების გამო დასაჯეს.

ბრალდებებზე საპასუხო კომენტარი ადრესატ უწყებაში ჯერ არ გაკეთებულა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი