ლაზარე კუპატაძე ბუქარესტის „დინამოში“ მიდის. პოლონური გამოცემა „ტრანსფერ ინფო“ ბათუმის „დინამოს“ ყოფილ მეკარეზე ლაზარე კუპატაძეზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ავტორის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების 26 წლის მეკარესთან კონტრაქტის გაფორმებით კონფერენს ლიგაზე პოზნანის „ლეხთან“ მატჩამდე ორი პოლონური კლუბი, ვარშავის „ლეგია“ და პოზნანის „ლეხი“ იყო დაინტერესებული, თუმცა კუპატაძემ უკვე მიაღწია შეთანხმებას რუმინულ ბუქარესტის „დინამოსთან“ და სავარაუდოდ ახალ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა.