ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფიგურანტების საქმის განხილვა

31 ივლისი 2022, 11:10 675 ნახვა

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.  

7-დან  ხუთს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

2-ს კი ბრალად ედება  ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი