ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად დეპუტატები პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.
სასამართლო სისტემის რეფორმა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ამ საკითხებზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია.
მათი გეგმაა საშემოდგომო სესიისთვის წინადადებების მომზადება, რადგან "ქართული ოცნების" პროცესის არ სჯერათ.