 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონზე. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის.
ბელარუსის ქალაქ გომელთან მდებარე ზიაბროვკის აეროდრომიდან უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 12-მდე რაკეტა ისროლეს. ბელარუსიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქში აფეთქდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინაში 66 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და მტრის ხუთ საყრდენ პუნქტს დაარტყეს.
ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა მტერს 5 დარტყმა მიაყენა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            