ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსმა მოქალაქეებმა თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამბობენ, რომ ბელარუსიის პოლიტიკა ლუკაშენკოს შემდეგ რუსიფიკაციას ემხრობა, მათთვის კი ეს მიუღებელია.
ბელარუსიაში არსებულ პოლიტიკას გამოქცეული ადამიანები ბათუმში წლებია ცხოვრობენ. მათი თქმით, მათთვის მთავარი 1990 წლის 27 ივლისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა.
აქციის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აქ ბათუმში ინტენსიურად მართავენ უკრაინის მხარდასაჭერად აქციას, რითაც ისინი აპროტესტებენ რუსულ აგრესიას.