ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

23 ივლისი 2022, 20:06 830 ნახვა

''ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი'' ამ წუთებში იხსნება, იგი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და მეცხრედ იმართება. წელსაც ცხრა დღის განმავლობაში ბათუმს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.

ფესტივალის დამაარსებლის, ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გახსნითი კონცერტი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.

ფესტივალის მიზანი ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი