ნიკა ამაშუკელი ახალი ზელანდიის და არგენტინის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს

22 ივლისი 2022, 00:26 746 ნახვა

საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება.

"ქრაისთჩერჩში" ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს “ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს.

ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი