არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსა“ ახალ პროექტს იწყებს

21 ივლისი 2022, 18:00 772 ნახვა

ძალადობის ფორმა, გამომწვევი მიზეზები და  რისკები - ამ თემებზე სემინარი ხულოს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. კითხვები დაისვა გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, გაიმართა ახალი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაციაც. აჭარაში ქალთა  უფლებადამცველების გადამზადებას  ორგანიზაცია „საორსა“ შემოდგომიდან დაიწყებს. პროექტი 20  იურიდიული განათლების მქონე  ბენეფიციარს გადაამზადებს. პროექტის ფინანსური მხრდამჭერია ,,ქალთა ფონდი საქართველოში.“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი