აჭარის მუზეუმის ახალი პროექტები

28 თებერვალი 2020, 17:15 645 ნახვა

აჭარის მუზეუმის ახალი პროექტები

#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ პარასკევს „კონტაქტში“ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების პარალელურად იმ ტურისტულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე ვსაუბრობთ, რითაც ვიზიტორები განსაკუთრებით ინტერესდებიან,
ამ ჩამონათვალშია მუზეუმები , სადაც თავმოყრილია როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულისა და კულტურის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე ხორციელდება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობა. დღევანდელი გადაცემა დაეთმო აჭარის მუზეუმს , რომელიც რამდენიმე მუზეუმს აერთიანებს. ვისაუბრეთ ახალ პროექტებსა და უახლოეს გეგმებზე, იმ აქტივობებზე, რომელიც მუზეუმის პოპულარიზაციას და დამთვალიერებელთა მოზიდვას ისახავს მიზნად.
„კონტაქტის“სტუდიის სტუმარი იყო აჭარის მუზეუმის დირექტორი სულხან ოქროპირიძე.