პეტიცია სპორტსკოლის შესანარჩუნებლად

08 იანვარი 2017, 00:00 2906 ნახვა

ხვალ 17 საათზე ბათუმში, სპორტკომპლექსთან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას  იწყებენ. საქმე ეხება სპორტსკოლის დემონტაჟს, მის ნაცვლად კი აქ 4 ათას 500 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო.  სპორტკომპლექსის დანგრევის მოწინააღმდეგები ხელისუფლების დანაპირებს, რომ ალტერნატიული ობიექტი აშენდება- უნდობლობას უცხადებენ, მაგალითად კი  ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა დროს  დანგრეული სპორტული ნაგებობები მოჰყავთ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში