პროტესტი გასხვისებულ ტერიტორიაზე

08 იანვარი 2017, 00:00 2792 ნახვა

,,ბათუმში სასპორტო კომპლექსის მთავარი შენობა არ გასხვისებულა. შესაბამისად მისი დემონტაჟის საფრთხე არ დგას”-  განცხადება ამის შესახებ ,,მთავართან” ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრმა გააკეთა. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას და სპორტსკოლის ორ ფლიგელს, მის ნაცვლად ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს 18 თვის განმავლობაში სახელმწიფო ააშენებს. მანამდე კი სპორტსმენები სახეობის მიხედვით ალტერნატიულ შენობებში გადანაწილდებიან. სპორტსკოლის გასხვისების საკითხს  საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პაატა აროშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შენობის დანგრევისა და მისი სხვა ადგილას აშენების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პეტიციის ტექსტზეც, რომელთა ხელმომწერები ხვალ 17 საათზე ფიროსმანის ქუჩაზე სპორტსკოლასთან იკრიბებიან. ხვალვე 11 საათზე დაგეგმილია ფინანსთა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შორის შეხვედრაც. 

ამავე კატეგორიაში