საჯარო ლექცია

27 დეკემბერი 2016, 00:00 1827 ნახვა

საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიაზე, კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებსა და შესატან ცვლილებებზე, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე შსს-ს აკადემიის სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე ესაუბრა. აკადემიის ახალი პროექტის თანახმად, სტუდენტებს საჯარო ლექციებს სამართლის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები, აკადემიური წრეების წარმომადგენელები და კვალიფიციური იურისტები უკითხავენ. პროექტის მიზანი სტუდენტების მოტივირება და საკანონმდებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში მათი აქტიურად ჩართვაა.

ამავე კატეგორიაში