მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი

26 აპრილი 2024, 18:05 210 ნახვა

163 480 ადამიანი წავიდა მხოლოდ შარშან ემიგრაციაში. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ითა გაზრდილი. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 1 იანვრისთვის წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა შემცირებულია და 3 მილიონ 684 ათას 600 ადამიანს შეადგენს. განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში მიგრაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით - მეტს გიყვებით მთავარში 20 საათზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში