უარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობაზე

30 ნოემბერი 2016, 00:00 2603 ნახვა

ზაზა რუხაძემ უარი განაცხადა, ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. მისი კანდიდატურა მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაასახელა. ზაზა რუხაძის განცხადება ბიუროს სხდომაზე შევიდა და დეპუტატებმა იგი  ცნობად მიიღეს. შექმნილი მდგომარეობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტა ამ დრომდე ასათვისებელია. პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ასახელებს, ერთს -  უზენაესი სასამართლო. ხოლო ერთი კანდიდატურის დასახლების უფლება აქვს პარალმენტს, რომელსაც დეპუტატებმა ნდობა უნდა გამმოუცხადონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი