ისტორიული შენობის დემონტაჟი

29 ნოემბერი 2016, 00:00 1896 ნახვა

საზოგადოება "ბათომის" წარმომადგენელი შოთა გუჯაბიძე ბარათაშვილის ქუჩის 26 ნომერში ისტორიული შენობის დემონტაჟს აპროტესტებს. მისი თქმით, რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს ნაგებობა, ის არის ისტორიული და დაახლოებით 130 წლის წინ აგებული. ადგილობრივები, რომლებიც მათივე თქმით, 10 დღის წინ გაასახლეს შენობიდან, ამბობენ, რომ ავარიული შენობისა და  გაუსაძლისი პირობების გამო ინვესტორი თავად იპოვეს და 11-ვე ოჯახს შპს "დეველოპმენტ გრუპი" იმავე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ გააჩნია და შესაბამისად მათთვის უცნობია ობიექტის სანებართვო დოკუმენტაციის შინაარსი. ობიექტზე განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე მითითებულია, რომ დემონტაჟზე ნებართვის გამცემი, ბათუმის მერიაა, სადაც კომენტარს არ აკეთებენ. მშენებლობის დასრულების თარიღად 2018 წლის მაისია მითითებული. ჩვენ დავუკავშირდით მშენებელი კომპანიას, თუმცა იქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი