საპარლამენტო თანამდებობები

16 ნოემბერი 2016, 00:00 2045 ნახვა

საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტლება უკვე მიღებული აქვთ პარტიის ცენრალურ ოფისში. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მე-9 მოწვევის პარლამენტში 27 მანდატი ექნება. პარტიის გადაწყვეტილებით შეიქმნება  პარლამენტში უმცირესობა, რომელსაც დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.  ვიცე-სპიკერის პოსტს სერგი კაპანაძე დაიკავებს, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე კი ნიკა მელია იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ტუღუშს წარადგენს.

ამავე კატეგორიაში