ბიუჯეტი 2017

11 ნოემბერი 2016, 00:00 3597 ნახვა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა.  დაინტერესებული პირები დღეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზორდობის სფეროში მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილს მოჰყვა. მიიჩნევენ, რომ ის მერიის ფინანსური დოკუმენტის სუსტი მხარეა და მიზნობრიობისა და შედეგების განსზღვრასთან ერთად უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. შენიშვნები იყო პროექტ “ეტალონისთვის” ბათუმის ბიუჯეტის პროექტში 45 ათასი  ლარის გამოყოფასთან და“სტუდენტური დასაქმების” პროგრამასთან დაკავშირებით. საჯარო განხილვის მონაწილეები დაინტერესდნენ რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ბენეფიციარები და  როგორი ხდება პროგრამის მიმდინარეობს მონიტორინგი. 

ამავე კატეგორიაში