უარი სარჩელზე

24 ოქტომბერი 2016, 00:00 1506 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბლოკ “ბურჯანაძე დემოკრატიული “მოძრაობის სარჩელი, უსკოს შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ  არ დააკმაყოფილა. ოპოზიციამ  გადაუნაწილებელი მანდატის ქართული სახელისუფლებო პარტიისთვის გადაცემა  გაასაჩივრა. “ბურჯანაძე დემოკრატებში” მიიჩნევენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის შესახებ კანონის 65-ე მუხლის 9-ე პუნქტით გადაუნაწილებელი მანდატებიდან ერთი მათ ეკუთვნოდა. მათი განმარტებით,  აღნიშნული ნორმა მანდატის იმ პარტიისთვის მინიჭებას ითვალისწინებს, რომელმაც არჩევნებზე ერთი მანდატი მაინც მოიპოვა და ასეთი მათი თქმით,  ბლოკი “ბურძანაძე დემოკრატიული მოძრაობაა”. უსკოში კი განმარტავენ, რომ მეორე მანდატი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, კანონის შესაბამისად იმ პარტიას ეკუთვნის, რომელმაც ერთი მანდატი მაინც მოიპოვა და მეტი ხმა მიიღო. იგივე პოზიცია დააფიქსირა დღეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და უსკოს შემაჯამებელი ოქმი, მანდატების გადანაწილების ნაწილში ძალაში დატოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი