ბათუმის „ევექსის“ პოლიკლინიკაში 3 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა - პაციენტების მიღება შეწყდა

17 სექტემბერი 2020, 10:34 3892 ნახვა

ევექსის ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმიური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოხდა მათი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ბათუმის პოლიკლინიკაში დროებით პაციენტების მიღება შეწყდა. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. 

''სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ტესტირება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები ​გადაყვანილ არიან თვითიზოლაციაში. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში