გაიგეთ, აიღეთ თუ არა გრანტი და რომელ სასწავლებელში ჩაირიცხეთ - ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

31 აგვისტო 2020, 14:54 451 ნახვა

დღეს, 31 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. 

იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. 

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. 

''იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში