შეხვედრა უმაღლეს სასწავლებლებში

03 აგვისტო 2020, 11:53 1273 ნახვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებს გაეცნო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

უწყების ინფორმაციით, ნუნუ მიცკევიჩმა აკადემიური პერსონალისგან ყველა იმ პროექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც უნივერსიტეტებში უკვე დაინერგა და ამჟამად განხორციელების პროცესშია. ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლების ახალ პროექტებზე, რაც ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო გაძლიერდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში