„ღვინის ფესტივალი“ ქედაში აღარ გაიმართება

02 აგვისტო 2020, 13:10 1143 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში „ღვინის ფესტივალი“ აღარ გაიმართება. შემცირებული ბიუჯეტისა და პანდემიის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ფესტივალს აღარ ჩაატარებს, თუმცა რეკომენდაციების დაცვით იგეგმება „ქედელობის“ გამართვა. „ქედელობა, “ რომელსაც „შემოდგომა ქედაში“ სახელითაც იცნობენ,  ტრადიციული ღონისძიებაა. ამ დღეს ეწყობა ეთნოგრაფიული,  ფოლკლორული,რეწვის ნიმუშების, კულინარიის, სოფლის მეურნეობის  ნობათების გამოფენები.

წელს „შემოდგომა ქედაში“ მასშტაბური არ იქნება, თუმცა ტრადიციულად   გამოვლინდებიან საპატიო ქედელები. სახალხო ზეიმს – „შემოდგომა ქედაში“, საფუძველი XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. სახალხო ზეიმს ქედელები ჭირნახულის აღებისა და დაბინავების შემდეგ,  ნოემბერში აღნიშნავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში