ბათუმის საკრებულოს სხდომა

31 ივლისი 2020, 12:10 1408 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. 

დღეს საკრებულოს წინაშე პირველად წარსდგა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

არჩილ ჩიქოვამა ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მისი მისამართით კითხვები ჰქონდათ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ლაშა კომახიძის გადადგომასთან დაკავშირებით.

''ერთნიანი ნაციონალურიი მოძრაობა'' დაინტერესდა უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ საეჭვო ვითარებაში დატოვა პოსტი ლაშა კომახიძემ. 

ასევე, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ მოიწვია საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა. 

საკითხს სხდომაზე წევრებს შორის პოლემიკა და ხმაური მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში