გორის “დილა” 1:1 “დინამო” ბათუმი

27 ივლისი 2020, 18:35 310 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე - 7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა და ანგარიშით 1:1 დაუზავდა. მატჩში სტუმრები 15 წუთზე დაწინაურდნენ, კიჭი მელიავას ჩაწოდების შემდეგ, გორელთა ცენტრალურმა მცველმა დავით ხურცილავამ მოგერიება სცადა, მაგრამ ბურთი თანაგუნდელს ბალგუ უენდეუნტის მოარტყა და ამ უკანასკნელს საკმაოდ კურიოზული ავტოგოლი გამოუვიდა. შეხვედრაში წონასწორობა   43 -ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ აღადგინა  და საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. საქართველოს ჩემპიონატს 7 ტურის შემდეგ გორის დილა 15 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ დინამო თბილისსა და საბურთალოს 3 ქულით უსწრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში