საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში 3 თვიანი მიწვევით, სამუშაოდ წასვლას შეძლებენ - თორნიკე რიჟვაძე

27 ივლისი 2020, 11:51 4613 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომელთა სურვილია თურქეთში სამუშაოდ გაემგზავრონ ამის უფლება მიეცემათ დამსაქმებლის მხრიდან გაცემული 3 თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში აჭარის მაცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან გაცემული 3 თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, თუმცა უკან დაბრუნებისას მოუწევთ გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადინება საზღვარზე ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების საფუძველზე, სწორედ ამიტომ ყველა მოქალაქე, რომელსაც სამუშაოდ წასვლის სურვილი აქვს ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა 3 თვიანი, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში